საგაკვეთილო მოდულები


გაკვეთილისგეგმა
საგანი:
ქიმია
კლასი:
მეცხრე
თემა
გამონაბოლქვი და ჰაერის სისუფთავე

გაკვეთილისმიზანი:

მოსწავლემ შეძლოს აღწეროს ჰაერისა დაბინძურების გზები, მოიპოვოს ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ. მოიყვანოს მტკიცებულებები და იმსჯელოს პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის


შედეგები (ესგ):


ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისითშეფასება.
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანისჯანმრთელობისათვის.

გაკვეთილისხანგრძლივობა:
45
რესურსები:

დაფა, მარკერები, სახელმძღვანელო, ფორმატები, წებო, ფერადი ფურცლები, წებოვანი ფურცლები, ინტერნეტი

გამოყენებული ლიტერატურა

1. WHO Air quality guidelines for particulate matter,
ozone, nitrogen dioxide and sulfur dioxide. WHO/
SDE/PHE/OEH/06.02.
2. EMEP/CORINAIR Emission Inventory Guidebook
– 2007.
3. The IPCC Guidelines on National Greenhouse Gas
Inventories.

გაკვეთილის მსვლელობა

I ფაზა (გამოწვევა)
აქტივობა - მწვანე დედამიწა
მასწავლებელი - დაფაზე აკრავს დედამიწის სტილიზებულ აპლიკაციას - „მწვანე დედამიწა“ და სვავს კითხვას
  • რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
მოსწავლეები - ასახელებენ და მათ მიერ დასახელებულ „დამაბინძურებლებს“ შავი მარკერით აწერენ „მწვანე დედამიწაზე“ და ნელ-ნელა ამ წარწერებით დედამიწა მუქი ფერის საფარველით იფარება...


II ფაზა (ტექსტზე მუშაობა)

ჯგუფების დაკომპლექტება - კლასში იქმნება 5-6 ბავშვიანი ჯგუფები/ მცირეკონტიგენტიან კლასში წყვილები. ჯგუფები ინომრება და მოსწავლეებს ურიგდებათ წასაკითხი ტექსტი (იხ დანართი) შემდეგი ინსტრუქციით:

1. ჯგუფი მოიპოვებს ტექსტიდან ინფორმაციას - გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების შესახებ და დაამზადებს შესაბამის პოსტერს
2. ჯგუფი მოიპოვებს ტექსტიდან ინფორმაციას - მავნე აირების ურთიერთქმედება და სმოგი... დაამზადებს შესაბამის პოსტერს
3. ჯგუფი მოიპოვებს ტექსტიდან ინფორმაციას - რაზეა დამოკიდებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ინტენსივობა და დაამზადებს შესაბამის პოსტერს
4. ჯგუფი მოიპოვებს ტექსტიდან ინფორმაციას - გამონაბოლქვის გავლენა ჯანმრთელობაზე და დაამზადებს შესაბამის პოსტერს

  1. ჯგუფი მოიპოვებს ტექსტიდან ინფორმაციას - კონვენციები და შეთანხმებებიჰაერის დაბინძურების შესახებ და დაამზადებს შესაბამის პოსტერს


III ფაზა (პრეზენტაცია)

მოსწავლეებმა თემის აქტუალობიდან გამომდინარე საკუთარი პოსტერების პრეზენტაცია/გამოფენა მოაწყონ სკოლის სააქტო დარბაზში/ფოიეში/საბუნებისმეტყველო კათედრაზე
 ”ბუნება მბრძანებელია”
შესავალი - აზროვნების ისტორია იცნობს ორი ტიპის აზროვნებას – სინთეზურსა და ანალიზურს.  დღეს რაციონალისტურად მოაზროვნე სამყაროში ანალიზური აზროვნება ბატონობს. მას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი მხარეები, მაგრამ თავისი არსით ადამიანში ზრდის ინდივიდუალიზმს, რადგან განიხილავს კერძო მოვლენას ან ქმნილებას და ღრმავდება მარტო ამ კერძოში. სინთეზური აზროვნება მოვლენას ან ქმნილებას განიხილავს სხვა მოვლენებთან ან ქმნილებებთან ურთიერთკავშირში. ამიტომ, ანალიზური მეთოდისაგან განსხვავებით, მათ კი არ შლის და ანაწევრებს, არამედ ამთლიანებს და აერთიანებს. ადამიანისთვის ბუნებრივია სინთეზური აზროვნება, მის ჩამოყალიბებას სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება სჭირდება. სწავლების ინტეგრირებული კურსი ცოდნის გამთლიანების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი გზაა. მრავალმხრივი ცოდნა მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბების საწინდარია. საბუნებისმეტყველო დისციპლინების ინტეგრირებული სწავლების პროცესი XX საუკუნის 60–70–იან წლებში მთელს მსოფლიოში გააქტიურდა.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა - სათაური „დედამიწა ტირის“
ვაჟა-ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობი“-  I თავი;
საქართველოს დაცული ტერიტორიები;    
პროექტი წარმოადგენს ბუნებისა და ქართულის ინტეგრირებულ საგაკვეთილო   მოდელს. გაკვეთილის ტიპია შემაჯამებელი გაკვეთილი, ხოლო მიზანს წარმოადგენს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
- მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება;
- საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
- ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის გამომუშავება;
- კითხვის შეყვარება. 
ბუნება:
-         კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
-         უფლება-მოვალეობებში გათვითცნობიერება;
-         საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება.
გაკვეთილისათვის განკუთვნილი დროა 1 ასტრონომიული საათი (ეკოლოგიური თამაშით).

საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული მეთოდები:
  1. კლასის მოტივაციის ამაღლება და მობილიზება -5 წთ;
  2. საშინაო დავალების შემოწმება (ქართული ენა და ლიტერატურა)-10წთ;
  3. წაკითხული ტექსტის ანალიზი 3,2,1,სტრატეგიით - 10 წთ;
  4. საშინაო დავალების შემოწმება (ბუნება) – 10 წთ;
  5. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით გაგება-გამოყენებაზე გათვლილი ეკოლოგიური თამაში - 8 წთ;
  6. პრეზენტაცია - 7 წთ;
  7. სახალისო აქტივობა კროსვორდი - 5 წთ;
  8. შეჯამება და შეფასება - 5წთ;
გაკვეთილის მსვლელობა
Ø  „რამ შემქმნა ადამიანად“ - კითხულობს გურამ საღარაძე
Ø  გაკვეთილის მეტი კრეატიულობისათვის შემოდის პერსონაჟი ნიბლია, რომელიც დედამიწის სატკივარსა და წუხილზე უამბობს თანაკლასელებს (თუ რატომ ტირის დედამიწა) კითხვა გაკვეთილიდან - დედამიწა ადრეც ტიროდა თუ ჩვენს ხელში ატირდა?
Ø  მოსწავლეები კითხულობენ ნაწყვეტებს ნაწარმოებიდან. მოკლე ფრაზებითა და საკუთარი კომენტარებით ანალიზს უკეთებენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხს.
Ø  პარალელურად მიდის შესაბამისი სლაიდ-შოუ ტყის, ცხოველების, ნუკრის, ნუკრისა და ადამიანების კადრებით;
Ø  მოსწავლეებს ურიგდებათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „ერთი უყურეთ ტყესა-და!“ ადაპტირებული ვარიანტი. დაფაზე იწერება
3 რამ, რამაც დამაინტერესა;
2 რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო;
1 რამ, რასაც გავაკრიტიკებდი
რის შესახებაც დავწერდი დავალებას.
Ø  მოსწავლეები არჩევენ და მასწავლებელთან თანხმდებიან საშინაო დავალებაზე, რომლის სათაურიცაა „ბუნება და ადამიანი“.
Ø  ამავე ნაწარმოებიდან მოსწავლეები მოიძებენ შესაბამის ფრაზებს და განმარტავენ ბიომრავალფეროვნების, გაუტყეურებისა და გატყიანების ტერმინებს;
Ø  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წარმოადგინონ საქართველოს დაცული ტრიტორიების შესახებ მოძიებული მასალები და ინფორმაციები (ისტორია, აწმყო და მომავალი). ასევე, სხვადასხვა ტყესთან დაკავშირებილი ტერმინების განმარტებები და სახალისო ეკოლოგიური მოზაიკა;
Ø  მოსწავლეებს ურიგდებათ ცხოველების, მცენარეებისა და ფრინველების თითო დასახელება ფერად ფურცლებზე, რომლებიც დაფაზე დახატულ ცხრილში შესაბამის (ხეები და ბუჩქები, ალპური და სუბალპური ზონის ცხოველები, ტყის ზონის ცხოველები და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები) გრაფაში უნდა მიაკრან;
Ø  2 მოსწავლე წარადგენს საპრეზენტაციო თემას - „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“;
Ø  მოსწავლეები ავსებენ კროსვორდს ვაჟა-ფშაველა;
Ø  დასასრულს ბავშვებს ურიგდებათ ფერადი ფურცლები, სადაც წერენ მოკლე ფრაზებს (გზავნილებს) და დედამიწას უგზავნიან ნიბლიას საშუალებით წერილებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნება, როგორ უნდა მოუშუშოთ დედამიწას ჭრილობები და აღარ ვატიროთ;
Ø  გაკვეთილი მთავრდება რ. ლაღიძის სიმღერით „ტყე შეუნახე შვილებსა “;
Ø  გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეების შეფასება.

შედეგები
ინტეგრირებული სწავლება გულისხმობს ერთი და იმავე დისციპლინის ფარგლებში არსებული საგნების ან მიმართულებების ერთ საგნად სწავლებას. ინტეგრირება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვა ”საგნებად” მით უფრო ურთულდება მას მისი აღქმა და შესწავლა. ადრეულ ასაკში ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხოლო ზრდასრულობისას ნაკლებთან. ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი და განზოგადება და კიდევ უფრო მეტად ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. სწორედ ამის გამო მოხდა საგნების ინტეგრაცია ეროვნული სასწავლო გეგმით ადრეულ ასაკში.  საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი, ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივი გარემოს შესახებ, ამ გარემოს მახასიათებლებს, მეცნიერული აზროვნების წინაპირობებს ქმნის და სხვ. 
რაც შეეხება მსოფლმხედველობას, ყველა პროგრამა მთავარ ადგილს უთმობს სამეცნიერო ცოდნის ეკოლოგიზაციას, რადგან ამ უკანასკნელს განიხილავს, როგორც თანამედროვე მეცნიერების ახალ შინაარსს, რომელიც ხელს უწყობს პროგრესს. საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური, პოლიტექნიკური, ჰუმანიტარული მეცნიერების გვერდით საჭიროდაა მიჩნეული სოციალური ეკოლოგიის იდეების გათვალისწინება; კერძოდ, ადამიანისა და საერთოდ, კაცობრიობის ჩართვა ბუნებრივ სისტემებში, ბუნებრივი სისტემების დაჩქარებული განვითარება ანთროპოგენული ფაქტორების გათვალისწინებით, ეკოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შემუშავება, ადამიანის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარება. სოციალური ეკოლოგია ითვალისწინებს ადმიანის ღირებულებებსა და ჰუმანიტარული ცოდნის მეთოდებსა და ხერხებს: „ადამიანი“, „ჯანმრთელობა“, „გარესამყარო“, „ეკოლოგიური პასუხისმგებლობა“, „გარემოს დაცვა“, „ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ ამ პროგრამების მთავარი თემებია. ეკოლოგიზირებული სამეცნიერო ცოდნა, რომელიც ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დისციპლინების დაახლოებას, ემსახურება ჰარმონიული პიროვნების აღზრდას, მოსწავლეებში ემოციური მხარის, თანაგრძნობის, თანადგომის, ნებისა და სიმტკიცის, თვითგანათლებისა და გარემომცველი ბუნების სიყვარულის განვითარებას. ინტეგრირებული პროგრამები იყენებს შემეცნების ყველა ცნობილ მეთოდს (დაკვირვება, აღწერა, გაზომვა, ცდა, ექსპერიმენტი და ა.შ.). მისი მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთიანი სამყაროს შემეცნება ადამიანის ცნობიერების გამთლიანების ერთ–ერთი გზაა.

დასკვნა

ამგვარად შეძენილი ცოდნა უფრო მოქნილი და უკეთ ორგანიზებულია მოსწავლის მეხსიერებაში და  მომავალში  უცნობ  სიტუაციაში მისი გამოყენებაც  უფრო  გაუადვილდება.
ინტეგრირებული სწავლების მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ ის აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დახსომებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ძალიან ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება - მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემატურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ იმაშია, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ და გააკეთონ დასკვნები. 
ინტეგრირებულ სწავლისას მოსწავლეები უკეთესად ახერხებენ ერთ საგანში ნასწავლი უნარების გადატანას მეორე საგანში. ეს კი უმნიშვნელოვანესი უნარია (ე.წ. ტრანსფერული უნარები) რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მეტია შანსი, რომ შეძლებს ამ უნარის უცნობ სიტუაციაში გამოიყენებას.


გამოყენებული ლიტერატურა
qarTuli ena da literatura - V klasi; qarTveli mwerlebi skolaSi. Tbilisi 2002.

buneba – V klasi; WWF-is perioduli gamocemebi (eko-saganmanaTleblo broSurebi da Jurnalebi); internet resursi - “daculi teritoriebis saagento”-sa da “saqarTvelos wiTeli nusxa”-s saitebi.











ვის უყვარს შოკოლადი?
მოდულის მიზანია ქიმიის დავაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის - შოკოლადის შესწავლის გზით. ასეთი მიდგომით ერთის მხრივ, გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია ქიმიის მიმართ და მეორეს მხრივ, შოკოლადის კვლევის დროს მათ ექნებათ საშუალება შეისწავლონ სახვადასხვა ქიმიური ნივთიერების თვისებები.
აღსანიშნავია, რომ მოდულის განხორციელება დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან, რაც მოსწავლეების მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. ეს მოდული საშუალებას იძლევა განიხილოთ ცხიმების სასიცოცხლო მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის. მოდულის განხორციელებაში ჩართული მოსწავლები განივითარებენ კვლევის უნარებს.  






Комментариев нет:

Отправить комментарий